ახალი ამბები

თელავში ლატვიის საკონსულოს მიხეილ ხუნდაძე უხელმძღვანელებს

საკონსულოს გახსნას ლატვიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ელიტა გაველე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. საკონსულოს საპატიო კონსულის რანგში მიხეილ ხუნდაძე უხელმძღვანელებს.
,,ისტორიული დღეა კახეთის რეგიონისთვის და თელავისთვის, რადგან საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად გაიხსნა ევროპული ქვეყნის, კონკრეტულად კი, ლატვიის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო. ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდება საქართველო და კახეთი ბალტიურ ქვეყნებს, მათ შორის ლატვიას. გაიცვლება ეკონომიკური და კულტურული ინფორმაცია ქვეყნებს შორის. დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ, თანამშრომლობის მომავალ პერსპექტივებზე იზრუნონ”,- განუცხადა Knews.ge-ს მიხეილ ხუნდაძემ.
ქალაქ თელავის მერის, პლატონ კალმახელიძესგანცხადებით, თელავში საკონსულოს გახსნა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის დაახლოებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
,,მოხარული ვარ რომ თელავში გაიხსნა პირველი საერთაშორისო წარმომადგენლობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის საკონსულო გვექნება. ეს ხელს შეუწყობს ლატვიის რესპუბლიკასთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობასა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, მოქალაქეებს კი საშუალება ექნებათ ახლოს გაიცნონ ლატვიის კულტურა და ტრადიციები,”- განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.