ახალი ამბები

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარემ პარტია დატოვა

როგორც გოდერძი ბარბაქაძე knews.ge-სთან აცხადებს, იგი საკრებულოს თავმჯდომარეს პოსტზე რჩება და პარალელურად “ქართული ოცნება-დამოკრატიული საქართველოს” რიგებს უერთდება. მან, ოფიციალური განცხადება დღეს ლაგოდეხის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისივე ინფორმაციით, ბარბაქაძემ პარტია საკუთარი ნებით დატოვა.
,,მე ვრჩები იმ იდეების ერთგული, რომლითაც მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, ამიტომ,,ეროვნული ფორუმი“ და ვუერთდები “ქართული ოცნება-დამოკრატიული საქართველოს” რიგებს. მყავს ბევრი მხარდამჭერი, ჩემი გუნდი და მათთან ერთად ვაგრძელებ საქმიანობას. ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემს გუნდთან კონსულტაციების შედეგად. მიმაჩნია, რომ უნდა ვიყო გუნდთან ერთად, არ გავედი ბიძინა ივანიშვილის წრიდან, ამიტომ კოალიციის ინტერესებიდან გამომიდინარე დავტოვე პარტია. ვიყავი თანახმა რომ ,,ეროვნულ ფორუმს“ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად ეყარა კენჭი და პარლამენტში შესულიყო იმ მანდატით, რასაც ხალხი მიანიჭებდა. ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ნუ გავაკეთებდით განცხადებებს იმ პარტიაზე, რომელთანაც 4 წელი ვთანამშრომლობდით. ეს არ გაითვალისწინეს რაც ჩემთვის იყო მიუღებელი და დავტოვე პარტია“, – აცხადებს Knews.ge-სთან გოდერძი ბარბაქაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ პარტია ,,ეროვნულმა ფორუმმა“, რომელიც მმართველი კოალიცია ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელი წევრი იყო, დატოვა კოალიცია და წლევანადელ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.