ახალი ამბები

სოფელ ქვემო ალვანში ვეტერინარული ცენტრი გაიხსნა

ობიექტი დაცული ტერიტორიების საააგენტოს თავმჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა გახსნა.
როგორც knews.ge-ს მოისწრაფიშვილმა განუცხადა, ცენტრი აშენდა იმ მეცხვარეებისთვის, რომლებიც საძოვრებად ვაშლოვანის და თუშეთის დაცულ ტერიტორიებს იყენებენ. ვეტერინარული ცენტრი ვეტაფთიაქსა და მობილურ ვეტერინალურ მომსახურებას აერთიანებს და ყველა საჭირო ტექნიკით არის აღჭურვილი. მისიევ თქმით, ამ ეტაპზე ცენტრი 5 000 ცხვარს მიიღებს, მის ოპერირებას კი კახეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია განახორციელებს. თუში მეცხვარეებისათვის ვეტერინარული ცენტრი გაერო-ს განვითარების პროგრამის პროექტის „საძოვრების მდგრადი მართვა საქართველოში ადგილობრივი თემებისათვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით“ – ფარგლებში ასოციაციების მართვის ცენტრთან (AMC) პარტნიორობით მოეწყო.
“ცენტრი პროფესიული კოლეჯის შენობაში მდებარეობს. კოლეჯს დაემატა ვეტერინარიის მიმართულება და სტუდენტებს ვეტერინარული ცენტრის ექიმები გადაამზადებენ. გარდა ამისა, სოფელ კასრიწყალში ვეტერინარებისთვის მოსასვენებელი ადგილი გარემონტდა. ვეტერინარული ცენტრისთვის ფართი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოყო.მობილური ვეტერინარული მომსახურებისთვის კი მანქანა ცენტრს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა გადასცა”, – განუცხადა knews.ge-ს ლაშა მოისწრაფიშვილმა.