ახალი ამბები

ყვარელში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

 ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ყვარელმშენი -52” ახორციელებს. 
უწყების ცნობით, სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობისთვის 364 715 ლარია გამოყოფილი.
,,ბაღის სამშენებლო სამუშაოები 6 თვეში დასრულდება. ახალი სააღმზრდელო დაწესებულება 75 აღსაზრდელზეა გათვლილი. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინასებით ხორციელდება”- განაცხადეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.