ახალი ამბები

საარჩევნო უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობა თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

აღნიშნული დანაშაული ჯარიმით ან 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, ხოლო თუ იგივე ქმედებამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია ან ის ჩადენილია ჯგუფურად, თავისუფლების აღკვეთის სანქცია – სამი და 2-დან 5-წლამდე ვადით განისაზღვრება. ამას “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა. ცვლილებების ფარგლებში, დაგეგმილია სანქციის გამკაცრება ისეთ დანაშაულებზე როგორიცაა, ცემა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.