ახალი ამბები

5 ჰექტრამდე მიწის დარეგისტრირება უფასო გახდა

საბოლოო მოცულობასკი, ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში განსაზღვრავს. მთლიანობაში რა დაუჯდება ბიუჯეტს მიწების უფასო რეგისტრაცია, ჯერჯერობით, უცნობია. კანონი პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება და პირველი ივლისიდან რეგისტრაციის პროცესიც დაწყება.
,,ცვლილებების თანახმად, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გახდება. უმნიშვნელო ხარვეზი – მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა-უზუსტობა ასოებში, არასწორი დაწერილობა და სხვა აღარ გახდება მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი, თუ პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ერთმანეთს შეესაბამება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებისათვის. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაშიც დაეხმარება. გლეხი 5 ჰა-მდე მიწის დარეგისტრირებაში 1 თეთრსაც არ გადაიხდის“, – განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.