სოფელ იყალთოში არსებული სკვერი არ გასხვისდება
როგორც საკრებულოს სხდომაზე განაცხადეს, აღნიშნული ტერიტორიით საქართველოს საპატრიარქოა დაინტერესებული. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა დატვირთვას მისცემს საპატრიარქო ამ ტერიტორიას.
“აღნიშნული ქონება წარმოადგენს მუნიციპალურ ქონებას. ჩვენ დავხარჯეთ სახსრები და მოვაწყეთ დასასვენებელი სკვერი. პირადად მე მიზანშეუწონლად მიმაჩნია ამ ტერიტორიისთვის ფუნქციის შეცვლა, რადგან სოფელში არ არის სხვა ალტერნატივა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად”, – განაცხადა თელავის თემის საკრებულოს წევრმა დავით თუშიშვილმა.
ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობა იყალთოს ხევის განვითარებას იწყებს.
,,პირველ ეტაპზე განხორციელდება მისასვლელი საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, მათი რეაბილიტაცია-მშენებლობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებების პირველადი შესწავლა, მეწყრული პროცესებისა და მათი გამომწვევი მიზეზებისა და ქარის ნაკადების კვლევა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

