ახალი ამბები

სეტყვამ ლაგოდეხში 200 ჰექტრამდე ვენახი გაანადგურა

ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლაგოდეხის სამ სოფელში: ლელიანში, ჭაბუკიანსა და ონანაურში. დაზიანებულია ერთწლიანი კულტურები, ბოსტნეული და საზამთროს ბაღები.
როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, სეტყვის თავიდან ასაცილებლად კომპანია ,,დელტამ” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა აამოქმედა, თუმცა მოსავლის სრულად გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კახა ჯამბურიას უწყების ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის.