თელავში სურსათის უვნებლობის რეგულირების საკითხებზე იმსჯელებენ
შეხვერდაზე მოხდება ანგარიშის პრეზენტაცია რეგიონებში „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება.
,,ანგარიშის პრეზენტაციაზე შეფასდება 2015 წელს სურსათის უვნებლობის რეგულირების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობას, გამოიყოფა ის პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის რეფორმების განხორციელებას და წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები ამ პრობლემების გადასაწყვეტად. ამ საკითხების თაობაზე გაიმართება დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ღონისძიების ორგანიზატორია ევროპის ფონდი, ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

