ახალი ამბები

საატესტატო გამოცდები 16-17 ივნისს დამატებით ჩატარდება

როგორც knews.ge-ს ალექსანდრე ჯეჯელავას უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოცდებს ჩააბარებენ ის პირები, რომლებიც ობიექტური მიზეზით საატესტატო გამოცდებზე ვერ გამოცხადნენ. აღნიშნული ბრძანება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზეა განთავსებული.