ლაგოდეხში ფერების ფესტივალი ჩატარდება
,,რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, ამიტომ ვინც ვერ მოხვდება 200 ადამიანის რიგებში, ყველას მიეცემა საშუალება, რომ ღონისძიების მსვლელობის დროს ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობაში და მოიგოს ფერები. ფერების ფეტივალზე გაიმართება სახეზე მოხატვა ბავშვებისთვის. დამსწრე საზოგადოებას, ასევე, საშუალება ექნება სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბროს ერთმანეთს, ეს იქნება ფრემბურთი, ბაგირის დაძლევა, ბადმინტონი, რგოლების მიზანში სროლა და სხვა“, – განაცხადეს ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრში.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება კონცერტი.

