ახალი ამბები

შსს-მ კახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული 2016 წლის 26 აპრილიდან დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს მიერ იძებნებოდა. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ბრალდებულმა თავის მეუღლესა და სამ არასრულწლოვან შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა. გიორგი მღებრიშვილის უწყების ინფორმაციით, დაკავებული გადაყვანილია N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.