ახალი ამბები

გურჯაანის გამგებელს საკრებულომ ანგარიშის წარდგენაზე უარი უთხრა

როგორც knews.ge-ს „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრმა ნიკა ნიჟარაძემ განუცხადა, დეპუტატები გამგებლის ანგარიშის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულები და სწორედ ეს გახდა მისი პროტესტის მიზეზი. 
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ვთხოვე, რომ რამდენიმე დღით ადრე გამგებლის ანგარიში ფრაქციებში გადმოგზავნილიყო, რათა ჩვენ პროექტს გავეცნოთ და მომზადებულები ვიყოთ. ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმებას გარკვეული დრო სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშის მოსმენა დინამიურ პროცესში და დებატების რეჟიმში წარიმართოს, ამიტომ ჩვენ წინასწარ უნდა გვქონდეს ანგარიშის პროექტი. ამ წინადადებას თავად გამგებელიც დაეთანხმა“, – განუცხადა knews.ge-ს ნიკა ნიჟარაძემ. 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის გია გერგიძის განმარტებით, ანგარიშის წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმალური პროცესია და რაიონში განხორციელებულ ყველა პროექტზე დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია აქვთ. 
„ანგრიშია წარდგენა ფორმალური მხარეა. რაც მე უნდა წარვადგინო, ყველა საქმის კურსშია და ყველაფერი ნათელია. ეს საჯარი ინფორმაციაა და გვიდევს ვებ-გვერდზე. რადგანაც დეპუტატებს უნდათ, რომ მომავალ სხომაზე წარვადგინო ანაგრიში, არ არის პრობლემა“, – განაცხადა გერგიძემ. 
დეპუტატები მუნიციპალიტეტის უამღლესი თანამდებობის პირის ანგარიშს, სავარაუდოდ, საკრებულოს მომავალ სხდომაზე, ერთი თვის შემდეგ მოისმენენ.