ახალი ამბები

თელავში ელექტროგაყვანილობის მორყეული ბოძი მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

როგორც knews.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ბოძი შესაძლოა ნებისმიერ დროს წაიქცეს და ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს.

“გადმოწეული ბოძი ყველას საფრთხეს უქმნის, მძღოლებს თუ ფეხით მოსიარულეებს. ვერ გაგვივლია მაგ გზაზე. გვეშინია არ გადმოვარდეს. ბავშვებს სათამაშოდ ვერ ვუშვებთ მარტო. ამ გზაზე ტურისტებიც მოძრაობენ, რადგან აქედან მიდიან სოფელ კისისხევის მარან “შუხმანისკენ”, -განუცხადეს knews.ge-ს ადგილობრივებმა. მოსახლეობამ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით კახეთის ენერგოდისტრიბუციას განცხადებით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.