ახალი ამბები

მწერალი დათო ტურაშვილი კახეთის სოფლებში შეხვედრებს გამართავს

ღონისძიების დროს გაიმართება მწერლის პუბლიკაციის “ინიციატივა ცვლილებისათვის” პრეზენტაციაც. ,,კვლევით-საგანმანათლებლო პროექტი „ინიციატივა ცვლილებებისათვის“, ფონდი “ღია საზოგადოება- საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელდა 2015-2016 წლებში, სათემო განვითარების ცენტრის, საერთაშორისო ხელოვნების ცენტრი თბილისის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგის საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ. პროექტი მიზნად ისახავდა, შეესწავლა საქართველოში თემის თვითორგანიზების კულტურა და გამოცდილება 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამდე, ასევე, წინ წამოეწია წარმატებული გამოცდილება; გაეანალიზებინა იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი პრობლემები, შეედარებინა მაშინდელი ვითარება დღევანდელთან. იცოდით როგორი აქტიური იყო სოფლის თემი ლამის 100-ზე მეტი წლის წინ? როგორ ახერხებდნენ გაერთიანებას და პრობლემების მოგვარებას? მობრძანდით და ვისაუბროთ ამ საინტერესო ისტორიული გამოცდილების შესახებ. ასევე, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ ახლა და რისი შეცვლა შეგვიძლია”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
მწერალი შეხვედრებს 17 ივნისს სოფელ ნუკრიანის ბიბლიოთეკიდან დაიწყებს. 18 ივნისს კი, ტურაშვილი დაინტერესებულ საზოგადოებას სოფელ ქვემო მაჩხაანის თეატრში შეხვდება, ხოლო 19 ივნისს შეხვედრას იგი ტიბაანის ადმინისტრაციულ შენობაში გამარტავს. ღონისძიებების დაწყების დრო 15:00 საათია.