ახალი ამბები

სოფელ კურდღელაურში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ადგილობრივების ვარაუდით, გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა გახდა, თუმცა ისინი მკვლელობის ვერსიასაც არ გამორიცხავენ. “ძალიან წყნარი და მშვიდი ადამიანი იყო. კონფლიქტური პიროვნება არ იყო. ამბობენ, რომ თავი მოიკლაო. ზუსტად ვერ გეტყვით რა გახდა გარდაცვალების მიზეზი”, – განუცხადა knews.ge-ს სოფელ კურდღელაურში გამგებლის წარმომადგენელმა გურამ ბახურაულმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.