ახალი ამბები

თესაუში შშმ სტუდენტებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა

როგორც თესაუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა შალვა ჭკადუამ განუცხადა, უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს შშმ პირების სწავლის პროცესში მაქსიმალური ჩართულობა, რომელიც ავტორიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით თელავის უნივერსიტეტში კონსულტაციები მიმდინარეობს. 
„ავტორიზაციის წარმატებით გასავლელად საჭიროა ყველა პარამეტრისა და სტანდარტის შესრულება, რაც უზრუნვლეყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მოქნე პირების მაქსიმალურ ჩართულობას სწავლის პროცესში. ეს გულისხმობს იმას, რომ შშმ პირისთვის აუდიტორიამდე მისვლა არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას. უნივერსიტეტში მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები პანდუსები განვათავსოთ თუ ლიფტი მოვაწყოთ. შესაძლოა, ორივე ინფრასტრუქტურული პროექტიც განხორციელდეს. სველი წერტილებიც მათთვის სპეციალურად მოეწყობა”, – განუცხადა knews.ge-ს შალვა ჭკადუამ.