სტატიები

აშშ-ში ,,ძლიერთა თამაშებზე”“ ქართველთა ასპარეზობამ გაუტეხელი ხასიათი, მებრძოლი სული და ურთიერთთანადგომა მთელს მსოფლიოს დაანახა

ქართველი მებრძოლებისგან დაკომპლექტებულმა ნაკრებმა საერთაშორისო შეჯიბრება _„ძლიერთა თამაშებში”“ გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. 100-მეტრიან დისტანციაზე სირბილში ვერცხლის მედალი სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა აიღო. მჯდომარე ფრენბურთში კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გარდა ამისა, სპონსორმა კომპანიებმა LAND ROVER-ის ჯილდო, The Land Rov­er Above and Beyond Award, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მჯდომარე ფრენბურთის გუნდს გადასცეს. როგორც საერთაშორისო თამაშების ორგანიზატორებმა და სპონსორებმა აღნიშნეს, იმის დასტურად, რომ ქართველთა ასპარეზობამ გაუტეხელი ხასიათი, მებრძოლი სული და ურთიერთთანადგომა მთელს მსოფლიოს დაანახვა. რაც „ძლიერთა თამაშების“ სულისკვეთებას ზუსტად გამოხატავს.

ამ თამაშებზე ჩვენმა ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არ არსებობს მიზანი, რომელსაც ვერ მიაღწევ, მთავარია მოინდომო, მთავარია ძალიან გინდოდეს და მთავარია მოემზადო ამ მიზნისთვის. დიდი მადლობა ამ გამძლეობისთვის, დიდი მადლობა გამარჯვების ჟინისთვის, რომელიც აჩვენეთ, და ის სამაგალითოა მთელი ქვეყნისთვის, სამაგალითოა ყველა ჩვენგანისთვის, სამაგალითოა სამხედრო მოსამსახურეებისთვის და დანარჩენი საქართველოსთვის“_ აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

ნაკრების კაპიტანი მაიორი ბესარიონ ღუდუშაური აღნიშნავს, რომ `ძლიერთა თამაშებზე“ ასპარეზობა დიდი წარმატებაა, როგორც თითოეული სპორტსმენისთვის, აგრეთვე საქართველოსთვის. „ჩამოვიტანეთ 14 მედალი, მათ შორის 13 მჯდომარე ფრენბურთში ბრინჯაოს მედლები და ერთი ვერცხლი 100-მეტრიან დისტანციაზე სირბილში. აგრეთვე დაგვაჯილდოეს  LAND ROVER-ის დაწესებული პრიზით, რომელიც გადმოგვეცა საბრძოლო სულისკვეთებისთვის. ჩვენთვის წარმატებული შეჯიბრება იყო, საქართველო ვასახელეთ და შევეცდებით, მომავალში ოქროც ჩამოვიტანოთ.“

მედალოსან 14 სამხედრო მოსამსახურეს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები _ ანა დოლიძე, ბესიკ ლოლაძე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, ასევე სტუდენტები და ოჯახის წევრები დახვდნენ. “ჩვენი დაჭრილი სამხედროების გამარჯვება არის უდიდესი მნიშვნელობის, ისინი არიან მაგალითები ჩვენი დაჭრილი სამხედროებისთვის, მაგალითები არიან ყველასთვის, ვინც შეიძლება ერთი წამით დაფიქრდეს საკუთარ შესაძლებლობებზე, ჩვენ ვაჩვენეთ არაჩვეულებრივი შედეგი, ინდივიდუალურადაც, სხვადასხვა სპორტის სახეობაში და როგორც გუნდმა, ჩვენ ვართ თანაბარ საფეხურზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, უდიდეს ქვეყნებთან. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა ადამიანს მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, დაჭრილს, მათ შორის დაშავებულ სამხედროებს, შეუძლიათ, საკუთარი შესაძლებლობებით მიაღწიონ უდიდეს შედეგს და მოგვცენ საფუძველი, ვიამაყოთ ყველამ მათი წარმატებით. _ განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ. სპორტსმენთა დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა ჯგუფის ხელმძღვანელი, თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი, რომელმაც ჩვენს შეკითხვებს უპასუხა.

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობისა და მონაწილეობის დაგეგმვა/ორგანიზება ხდება თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით.“

_ როგორ შეაფასებდით `ძლიერთა თამაშებში“ ქართველ სამხედროთა ასპარეზობას?

პაატა პატიაშვილი: _ იმის გათვალისწინებით, რომ ქართველმა სამხედროებმა მოიპოვეს ბრინჯაოს მედალი გუნდურ ასპარეზობაში, კერძოდ, მჯდომარე ფრენბურთში, ვერცხლის მედალი 100 მეტრზე სირბილში და რაც მთავარია სპეციალური ჯილდო, რომელიც გადაეცა ჩვენს სამხედროებს, როგორც ყველაზე მებრძოლ და უძლეველთა თამაშების სულისკვეთების მატარებელ გუნდს, შევაფასებდი ძალიან დადებითად, რადგან გაუმჯობესდა შედეგი წინა ასპარეზობასთან შედარებით და სახეზეა ნაკრების განვითარების პოზიტიური დინამიკა. რასაკვირველია იყო ხარვეზები, რომლებიც უახლოეს პერიოდში გამოსწორდება და შემდგომ თამაშებზე თავდაცვის სამინისტრო წარდგება ბევრად უფრო მომზადებული, კიდევ უფრო მოტივირებული, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო გაზრდის წარმატების შანსებს.

_ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა  სარეაბილიტაციო პროცესებში რა როლი აქვს დეპარტამენტს?       

პაატა პატიაშვილი: ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტი „კარდაკარ, რომლის ფარგლებშიც ხდება დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების გამოკითხვა, რომელიც ხელს უწყობს საჭიროებების გამოვლენას და სამომავლო სამოქმედო გეგმისთვის პრიორიტეტების განსაზღვრას, რაც ითვალისწინებს სარეაბილიტაციო პროცესის უკეთ წარმართვას სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით. მიმდინარეობს დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე მორგებული/ორიენტირებული საგანმანათლებლო და სამსახურებრივი რეინტეგრაციის პროგრამების მოძიება სამხედროს მოთხოვნების, კვალიფიკაციის, უნარების და ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით. დაინტერესებული პირების ამა თუ იმ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვა და პროცესის მონიტორინგი; აგრეთვე რესოციალიზაციის მიზნით აქტივობების და ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება, დაჭრილი/დაშვებული სამხედრო მოსამსახურეების და მათი სამსახურის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა, სასწავლო დაწესებულებებში ვიზიტები, ამასთან ერთად დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების კვალიფიკაციისა და განათლების გათვალისწინებით სამუშაო ადგილების მოძიება.

რადარა სპორტის სახეობას კურირებს დეპარტამენტი დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური რეაბილიტაციის მიზნით?

პაატა პატიაშვილი: დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობისა და მონაწილეობის დაგეგმვა/ორგანიზება ხდება სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით. ამ ეტაპზე დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები  ჩართულები არიან მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით ფარიკაობაში, კანოეჶკაიაკში, მკლავჭიდში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებთან სპორტის ახალი სახეობების მოზიდვის მიზნით.

_ დეპარტამენტის უახლოესი გეგმები როგორია?

პაატა პატიაშვილი: _ იგეგმება დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდის დაკომპლექტება, რომლის გამგეობის წევრების 1/3 იქნება დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ შერჩეული პირები; დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დამატებით სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით; დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეინტეგრაციის პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით ბრძანება 360ჶზე მუშაობა და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა, როგორც დაფინანსების, ასევე სხვადასხვა სახის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით.

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: [email protected] ;
ვებგვერდი: mod.gov.ge