თელავში ბილიარდის ეროვნული ტურნირი მიმდინარეობს

ქალაქის მერის განცხადებით, ბილიარდის სკოლა თამაზ ანთაძის სპორტული კომპლექსის ბაზაზე სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.
,,ახალგაზრდებს დავპირდით რომ ვიზრუნებდით მათზე და შევუქმნიდით ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის შესაბამის გარემოს, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ გავხსენით სპორტული ტირი, ახლა კი, ბილიარდის სკოლა. თელავი სპორული პოტენციალით მოწინავე ქალაქია საქართველოში, ჩვენ შეგვიძლია აღნიშნულ სპორტის სახეობებში ეროვნულ და საერთაშორისო ტურნირებს ვუმასპინძლოთ,” – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.