გურჯაანელმა ახალგაზრდამ ორძელზე ვარჯიშში მსოფლიო რეკორდი მოხსნა
სპორტსმენმა ბრიტანელი რეკორდსმენის მიერ დამყარებული რეკორდიმოხსნა. იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. კობახიძემ ერთი წუთის განმავლობაში 45,4 კგ ტვირთით 34 აზიდვა შეასრულა ორძელზე, რაც წინა რეკორდის გაუმჯობესებაა.
,,იოსებ კობახიძის მიერ დამყარებული რეკორდი ხარისხითაც და რაოდენობითაც აღემატება ბრიტანელი რეკორდსმენის მიერ დამყარებულ რეკორდს. იოსებ კობახიძისთვის ეს უკვე მეორე ასპარეზობაა: პირველი რეკორდი მან გასულ წელს, წოლბჯენში აზიდვების შესრულებაში დაამყარა“, – განაცხადა რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა. აღნიშნული რეკორდი იოსებ კობახიძისთვის მეორეა. მან, გასულ წელს რეკორდი ამობრუნებული მტევნებით აზიდვების შესრულებაში დაამყარა.