ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები პანკისის ხეობაში იმყოფებოდნენ

 ჟურნალისტები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან და პრეზიდენტის მრჩევლებთან სოფიო შამანიდთან და თინათინ მჟავანაძესთან ერთად, პანკისში ოთხ სოფელში დუისში, ჯოყოლოში, ბირკიანში, დუმასტურში ჩავიდნენ და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ. 
გიორგი აბაშიშვილმა მიმდინარე საგანმანათლებო, სპორტულს და შემეცნებითი ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობისგან მიიღო ინფორმაცია და მის შედეგებზე ისაუბრა. 
“დაახლოებით 2 წელია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან პანკისის ხეობაში არაერთი პროექტი ფინანსდება. პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა პროექტების და მასში ჩართული პირების რაოდენობა. უკვე ორი ათეული პროექტია განხორციელებული და მიმდინარე. მისი ერთი ნაწილი ადგილზე ჟურნალისტებთან ერთად დავათვალიერეთ. ძირითადი აქცენტი კეთდება განათლებაზე, როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე შუა ასაკის მოქალაქეებისათვის. ძალიან მაღალია ჩართულობა და სწორედ ასეთი ტიპის საგანმანათლებო პროექტები უწყობს ხელს შემდგომი დასაქმების ზრდას, უფრო მეტს დატვირთვას უფრო მეტ დაკავებას ასეთი ტიპის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების საქმიანობაში,“ – განუცხადა knews.ge-ს გიორგი აბაშიშვილმა. 
ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასევე ეწვივნენ პანკისის უხუცესთა ქალთა საბჭოს, სადაც პროექტი ”ქალები ქალების სამსახურში” ხორცილდება.
,,ერთ -ერთი მნიშვნელოვანი პროექტი რომლსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აფინანსებს არის პროექტი ”ქალები ქალების სამსახურში” რომელსაც პანკისის უხუცეს ქალთა საჭო ანხორციელებს, და მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ხშირად არის შემთხვევები როდესაც პანკისელმა ქალებმა არ იციან თავიაანთი უფლებების შესახებ. შეიძლება ისინი არიან ირიბი აი პირდაპირი ძალადობის მსხვერპლი მაგრამ ისინი ამას ვერ აცნობიერებენ. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვეხმარებით ქალებს იცოდნენ როგორ დაიცვან თავიაანთი უფლებები. ვფიქრობ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და უპრენცენდენტო”,- განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდმა.