ახალი ამბები

კახეთში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოში 5, გურჯაანის 4 და სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2 სოფელი დააზარალა.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში სტიქიამ 150 ჰექტრამდე ვენახი გაანადგურა.  სტიქიამ სოფლებში ასევე მარწყვის მოსავალი და ბოსტნეული გაანადგურა.
ადგილობრივების თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი დაგვიანებით გამოიყენეს.