ახალი ამბები

გიორგი ვაშაძემ თელავში ახალგაზრდებთან მასშტაბური დისკუსია გამართა

 ბრეინშტორმინგში ჩართულები იყვნენ თელავის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეები.
,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ახალგაზრდების ორგანიზებით იმართება და ეხება მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე დისკუსიების გამართვას და მისი გადაწყვეტის გზების მოფიქრებას. ასეთი მასშტაბური დისკუსიები საქართველოში არ განხორციელებულა. ჩხუბის მაგივრად ერთმანეთის მოსმენის და თანამშრომლობის კულტურა ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს’’,- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, ფონდის ინიციატივით მსგავსი ღონისძიებები საქართველოს ათ ქალაქში გაიმართება და მასში მონაწილეობას 10 000-მდე ადამიანი მიიღებს.