ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ზამთრის საძოვრებზე ცხვრის ორი დასარწყულებელი მოეწყო

აღნიშნული სამუშაოები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამამ განახორციელა. როგორც knews.ge-ს ვაშლოვანის ეროვნული პარკის ამინისტრაციაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში 2 საპილოტე ფერმა მოეწყო და გრძელვადიანი კლიმატური მონაცემების მისაღებად 2 ავტომატური მეტეოსადგურიც დამონტაჟდა. 
სამუშაოები პროექტის „საძოვრების მდგრადი მართვა საქართველოში ადგილობრივი თემებისათვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით” ფარგლებში ჩატარდა.