ახალი ამბები

ლაგოდეხში 45 წლამდე მამაკაცი სავარუდოდ ძმამ მოკლა

ინფორმაციას რადიო „ჰერეთი“ ავრცელებს.
წინასწარი, ოფიციალური ინფორმაციით მამაკაცის მკვლელობაში მისივე ძმაა ეჭვმიტანილი. 
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ეჭვმიტანილს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.