ახალი ამბები

გურჯაანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება

Knews.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ 9 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიღებს. ინფორმირებული წყაროს ცნობით, მარგველაშვილი გურჯაანის მოსახლეობას შეხვდება და ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მიულოცავს.

შეგახსენებთ, რომ დიდების მემორიალი გურჯაანში საბრძოლო დიდების მემორიალი გაიხსნა 1978 წლის 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად. მემორიალი წარმოადგენს კომპლექსს, რომელშიც შედის საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფერწერული ტილოები და ქანდაკებები. ისინი ეკუთვნით საბჭოთა პერიოდის მხატვრებსა და მოქანდაკეებს და ასახავს მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს. კომპლექსში ასევე შედის ჯარისკაცის მამის ძეგლი (1978). მისი ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი. მისი შთაგონების წყარო გახდა ფილმი “ჯარისკაცის მამა”.