ახალი ამბები

ლაგოდეხის აღკვეთილის ტურისტული ინფრასტრუქტურა მართვის უფლებით ინვესტორს გადაეცემა

აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურა კაფეტერიას და სასტუმროს ნომრებს მოიცავს.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, დააზღვიოს სარგებლობაში გადაცემული ქონება სარგებლობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოს გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი წესრიგის, დასუფთავების და სახანძრო უსაფრთხოების დაცვა.
საინფორმაციო სააგენტო bpi.ge-ს ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობის საწყისი ფასი, ბრუნვის 10%-ია. აუქციონი 6 მაისამდე გაგრძელდება.