საგარეჯოელი ახალგაზრდები გამგებელს ინიციატივებს სთავაზობენ
ქალაქის დასუფთავება, კინოთეატრის გახსნა, გასართობი ადგილებისა და სკვერების მოწყობა – ეს ის საკითხებია, რის მოგვარებასაც ადგილობრივ თვითმმართველობას ახალგაზრდები სთხოვენ.
მათი განცხადებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში მათი აზრიუნდა გაითვალისწინოს.
,,ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობამ უნდა გამოყოს ფინანსები კინოთეატრისთვის. ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი მხოლოდ სოციალური ქსელები გახდა. ეს კი საშუალებას მოგვცემს დავეკონტაქტოთ ერთმანეთს და გავცვალოთ აზრები სხვადასხვა საკითხებზე,’’ – განუცხადა knews.ge-ს საგარეჯოს მკვიდრმა ნოდარ რჩეულიშვილმა.