სოფელ ფშაველში ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოყოფილია 95 000 ლარი, სამუშაოებს შპს “სალვუს დეველოპმენტი” ახორციელებს.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თვითმმართველ თემში ხორციელდება.
ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, გიორგი კოჭლოშვილის თქმით, ფშავლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაგა – ბაღი არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს,რაც საჭიროა სკოლამდელი განათლების მიღებისათვის.
,,სოფელში მიმდინარეობს ახალი ბაღის მშენებლობა, პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობას მოეხსნება. ახალ ბაგა – ბაღში აღსაზრდელთა 3 ჯგუფი გაიხსნება, სადაც 100-მდე ბავშვი შეძლებს განათლების მიღებას”,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი კოჭლოშვილმა.