ვიდეორეპორტაჟი

ახმეტაში ვაზის უვირუსო ნერგებს აწარმოებენ

მათ, ერთი წლის წინ ძალები გააერთიანეს, თანამოაზრეები შემოიკრიბეს და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,ბითაანი~ ჩამოაყალიბეს. ავთო ფანგანი, ნუგზარ ნათელაური და ზაქარია ქინქლაძე აგროსექტორში არიან დასაქმებული და სოფლის მეურნეობას წლებია მისდევენ.
მათი განცხადებით, რეგიონში დღეს ყველაზე მოთხოვნადი სანერგე მეურნეობის შექმნა იყო. შესაბამისად, მათი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი ვაზის უვირუსო ნერგების წარმოებაა. კოოპერატივი ,,ბითაანი’’ 10 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს და 10 წევრს აერთიანებს. 

კოოპერატივის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ავთო ფანგანის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „ბელარუსის“ მარკის მცირე გაბარიტიანი ტრაქტორი, გუთანი, მიწის გასაფხვიერებელი ფრეზი, ტურბო საწამლი აპარატი და დაზგები აქვს.
მისივე თქმით, მათ მიერ გამოყვანილი ვაზის ნერგი არის უვირუსო საძირეზე დამყნობილი და ის ასობით წელი ძლებს და იძლევა მოსავალს. ამ დროისთვის მყნობელები რქაწითელის, ქისის, მწვანეს და საფერავის ჯიშის ვაზს ამყნობენ.
,,ჩვენი კოოპერატივი ENPARD, პროექტის ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში ჩამოვაყალიბეთ, ძირითადი ქვეგრანტი კი ,,ელკანასგან“ მივიღეთ. გავიარეთ ტრენინგები, ვისწავლეთ ბიზნეს გეგმების შედგენა და გავიღრმავეთ ცოდნა. კოოპერატივების შექმნა, ძალების გაერთიანება და ერთობლივი მუშაობა სოფლის მეურნეობის დარგის წარმატებულად განვითარების წინაპირობაა“, – აცხადებს ფანგანი.
კოოპერატივის თავმჯდომარის, ნუგზარ ნათელაურის ინფორმაციით, ვაზი 35 სმ-ის სიგრძის კალმებად იჭრება, გამზადებული კალმები 200 ცალად იკონება დაწყალში 24 საათის განმავლობაში იწყობა. საჭირო ტენიანობის მიღების შემდეგ კი ნერგი დასამყნობად მზადაა.
,,ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე ირგვება 2000 ძირი მასალის ნერგი. დამყნობილ ნერგს სჭირდება თოხნა, გამარგვლა, ფესვის შეჭრა და სხვა სამუშაოები. შემდეგ ნერგი იკეთებს ყლორტებს, ასევე განივითარებს ფესვთა სისტემას და ვიღებთ 1 წლიან ნერგს. საწარმოში ვაწარემოებთ უვირუსო, ჯიშურად გარანტირებულ სარგავ მასალას და სამომავლოდ მეურნეობის გაფართოვებასაც ვგეგმავთ. ამჟამად, ძირითადად, აწარმოებენ არასტანდარტულ და მოუვლელი საძირეებს. ჩვენი მოვლის პირობებიდან გამომდიდარენ ჩვენ მივიღეთბთ უვირუსო ნერგს, საძირე მასალას. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს ხეხილისა და მრავალწლიანი კულტურების ნერგების გამოყვანა კაკლის, აკაციის, ყინვაგამძლე ნუშის, თხილისა და ხეხილის თანამედროვე ჯიშებისნერგების გამოყვანა. 2020 წლისათვის ვაზის ნერგების წარმოება ნახევარ მილიონს მიაღწევს,“ – განაცხადა ნათელაურმა.
ავთო ფანგანი ,,კახეთის ხმასთან საუბარში“ კოოპერატივის შექმნის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
მისი განცხადებით, კოოპერატივის პირველი საწესდებო კაპიტალი შედგება შენატანი პაისგან, რომელიც შესაძლებელია, იყოს სიმბოლური.
,,ჩვენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნა დავიწყეთ 100 ლარით. ვიცოდით, რომ ჩვენი ძალებით კოოპერაციას ვერ შევძლებდით, ჩვენთვის ეს გრანტი იყო კარგი სტარტაპი. ,,ენპარდის“ პროგრამის ფარგლებში გავიარეთ თითქმის 1 წლიანი ციკლი. დაფინანსებამდე ჩენ მივიღეთ ცოდნა, ბიზნეს გეგმის დაწერიაში კონსულტაცია და სხვა. ევროპაში კოოპერატივის მხრებზეა ნაწარმოები სოფლის მეურნეობა და ძალიან წარმატებულადაც. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია. უნდა იცოდნენ დაფინანსების წყაროების შესახებ, მოძებნონ ალტერნატიული ბაზარი თავისი საქონლის გასღებისთვის. მხოლოდ მიწაში თავჩაღუნული მუშაობა მითუმეტეს ერთეული ადამიანის მუშაობა ხშირად მოკლებულია წარმატებას. სოფლის მეურნეობის წარმატების გზა და საფუძველი არის კოოპერაცია. ჩვენი ვებგვერდით აქტიურად ვუწევთ კოოპერატივს პოპულარიზაციას”, – აცხადებს ავთო ფანგანი.
კოოპერატივის წევრების განცხადებით, მეურნეობის განვითარებისა და გაფართოვებისთვის ,,ბითაანის’’ წევრებს დაგეგმილი აქვთ ფინანსური დახმარებისთვის ისევ დონორ ორგანიზაციებს მიმართონ და ბიზნეს გეგმაც მზად აქვთ.
გარდა სანერგე მეურნეობისა, დაგეგმილი აქვთ ტურისტული ცენტრის გაკეთებაც, სადაც მისულ სტუმარს ნერგის დამუშავების პროცედურების გაცნობა და ქართული ტრადიციული წესით დაყენებული ღვინის დაგემოვნება შეეძლება.