პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა
დოკუმენტში ნათქვამია, რომ შარშანდელთან შედარებით საქართველომ საკუთარი პოზიციები 5 ადგილით გააუმჯობესა, რადგან 2015 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგში 64-ე ადგილი დაიკავა. საქართველოში პრესის თავისუფლების დონე ფასდება 27,96 პუნქტად, რაც წინა წელთან შედარებით 0,26 პუნქტით ნაკლებია.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიის მესაკუთრეობის კუთხით გამჭვირვალე სიტუაციაა, სატელიტური ტელევიზიები კი პლურალიზმს უზრუნველყოფს. ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ უფრო იშვიათი გახდა, თუმცა მუქარები კვლავ ფიქსირდება.
„ამასთანავე მედია კვლავ რჩება ძალიან პოლარიზებული და გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მედიამესაკუთრეები ხშირად სარედაქციო პოლიტიკაზე ახდენენ გავლენას. წამყვანი ტელეარხების მესაკუთრეობისთვის ომი კი შეშფოთების საგანია მედიაპლურალიზმის მომავლის შესახებ“, – ნათქვამია ანგარიშში.