სოფელ დუისში ქავთარაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.
მეზობლები ამბობენ, რომ მათ საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილის გადარჩენა მოახერხეს.
ადგილობრივების განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ქავთარაშვილების სახლის დაწვა ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სცადეს, თუმცა მაშინ მეზობლებმა ხანძრის დროული ლოკალიზება შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ცეცხლის გაჩენა შურისძიებას უკავშირდებოდეს, თუმცა პანკისის ხეობაში ამ ვერსიას არ ადასტურებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენაზე გამოძიება მუშაობს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188–ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.