კოლეჯ “პრესტიჟმა” თელავის ახალგაზრდულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების მდგრადი მოდელის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.
ღონისძიება განხორციელდა ” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება” პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, თელავის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტთან “ოტავა–98” ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.