NDI-ის კვლევა – გამოკითხულთა 66% არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
მათგან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა, კითხვაზე ვის მიცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა: კოალიცია ქართული ოცნება 29%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 27%, თავისუფალი დემოკრატები 10%, ლეიბორისტული პარტია 6%, პატრიოტთა ალიანსი 5%.
NDI-ის კვლევაში ასეთი კითხვაცაა, რომელ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას.
არ ვიცი – აცხადებს 25%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 20%, ქართული ოცნება 19%, ლეიბორისტული პარტია 4%, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა 4%, ასეთი პარტია არ არსებობს 10 %. NDI-ის კვლევა 2016 წლის 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით 3 ათას 900 მოქალაქე ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.