NDI: “ყველაზე ახლო მდგომი პარტიები “ნაცმოძრაობა” და “ქართული ოცნებაა”
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, სრულად გამოკითხულთა,35 %-მა არ იცის, 14 % არც ერთ პარტიას არ დაუჭერს მხარს, 13 % უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე, 13 % “ნაციონალურ მოძრაობას”, 11% “ქართულ ოცნებას”, “თავისუფალ დემოკრატებსა” და “პატრიოტთა ალიანსს” კვლავ 44 % აქვთ.
ამავე კითხვაზე, იმ ადამიანების პასუხი, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს არჩევნებზე წასვლა ასეთია: 31% -არ იცის ვის მიცემს ხმას, 15 % “ნაციონალურ მოძრაობას”, 14 % “ქართულ ოცნებას”, 11 % უარს ამბობს პასუხზე. 10 % არცერთ პარტიას. 5-5 % “თავისუფალ დემოკრატებსა” და “პატრიოტთა ალიანსს”; 4 % “ლეიბორისტულ პარტიას”, 3 % კი ნინო ბურჯანაძის “დემოკრატებს”.