კახეთში მეცხოველეობის განვითარების პროექტი იწყება
როგორც Knews.ge-ს ორგანიზაციის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე ღოღობერიძემ განუცხადა, პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში სიღარიბის შემცირებას მეცხოველეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობით.
,,ჩვენი პროექტი მუშაობს კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში სამი მიმართულებით: ბაზრის წვდომა, ამ მიმართულებით ვმუშაობთ რძის საწარმოებთან და სასაკლაოებთან უმეტესად სურსათის უვნებლობის საკითხებთან მიმართებაში. მეორე არის წარმოება და აქ ვმუშაობთ სასოფლო სამეურნეო საშუალებების მომწოდებელ კომპანიებთან. მესამე მიმართულებაა ბიზნეს გარემოს შექმნა – აქ ვიმუშავებთ კერძო სექტორთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ამასთან პროექტი იყენებს „აამუშავე ბაზრები ღარიბებისთვის“ (M4P) მიდგომას, რაც ხელს უწყობს მდგრადი ისეთი სისტემური ცვლილების დანერგვას, რომელიც საჭიროა მოწყვლად ქალ და მამაკაც ფერმერთა ყოფის გასაუმჯობესებლად და შემოსავლების გასაზრდელად. გვინდა, რომ ფერმერებისთვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია მივიდეს მათთან, რაშიც მედიას აკისრია უდიდესი როლი. ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ სასოფლო სამეურნეო საშუალებების მომწოდებელ კომპანიებსა და მედიას შორის დიალოგს, სწორედ ამას მოიცავს პროექტის მეორე ფაზა”, – განუცხადა Knews.ge-ს ალექსანდრე ღოღობერიძემ.
პროექტი, რომელსაც შვეიცარიის განვითარების სააგენტო აფინანსებს, 3 წლის განმავლობაში განხორციელდება.