ეროვნულ ბიბლიოთეკაში ცნობილი თელაველი მხატვრის გამოფენა გაიხსნა
მოსიაშვილი ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელია.
გამოფენა 18 აპრილამდე გაგრძელდება. როგორც knews.ge-ს ლევან მოსიაშვილმა განუცხადა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეს მისი მეოთხე პერსონალური გამოფენაა. “ამჯერად დამთვალიერებელი იხილავს ბოლო ერთი წლის მანძილზე ავანგარდულ და აბსტრაქტულ ჟანრში შექმნილ 60-მდე ტილოს ,რომელიც გასულ წელს შევქმენი. ეს სურათები გაერთიანებულია არა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის, არამედ სამშობლოსა და ჩემი ქვეყნის ტრადიციების სიყვარულით”, – განუცხადა knews.ge-ს ლევან მოსიაშვილმა.
გამოფენის შემდეგ ნახატების ნაწილი საფრანგეთში, შვეიცარიაში, აშშ-სა და სამხრეთ აფრიკაში გაიგზავნება.