ქალაქ თელავის ბიბლიოთეკას ციფრული არქივი ექნება
დოკუმენტს ხელი მოაწერეს თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ..
როგორც knews.ge-ს თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ განუცხადა, შეთანხმების ფარგლებში თელავის ბიბლიოთეკაში ციფრული არქივი შეიქმნება, თელავს გადმოეცემა ე.წ. წიგნის კიდობანებიც.
„ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გააფორმა მემორადუმი პირველ მუნიციპალიტეტთან და ეს არის ქალაქი თელავი, ჩვენ ერთად, ყოველი ჩვენი საქმიანობით მაქსიმალურად შევეცდებით მიმართული ვიყოთ ახალგაზრდების წიგნიერების ამაღლებაზე, განათლების ამაღლებაზე, რადგან ეს არის სწორედ ის ინვესტიცია, რომლის უკუგებაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას.”- განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი, პარლამენტის დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი, გერმანიისა და საფრანგეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოში.