სოფელ ბაკურციხეს განახლებული კულტურის ცენტრი ექნება
სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. უწყების ცნობით, შენობა მთლიანად გარემონტდება.
“კერამო-გრანიტითა და ბუნებრივი ქვით მოპირკეთდება იატაკი, გაკეთდება მეტალოპლასტმასის ფანჯრები, მდფ-ის კარები, გამოიცვლება შენობის სახურავი. ასევე, დამონტაჟდება გათბობის სისტემა, მოწესრიგდება ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი. სოფელბაკურციხის კულტურის ცენტრის შენობა გასული საუკუნის 70 -იან წლებში აშენდა და 20 წელია არ ფუნქციონირებს. შენობის რეაბილიტაციის გარდა, პროექტი ეზოს მოპირკეთებასაც ითვალისწინებს”, – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 922 556,31 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება.