ახალი ამბები

კახეთში კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, 12-13 აპრილს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ იწვიმებს. 14 აპრილს, კახეთის ზოგიერთ ქალაქში, გამოიდარებს, ზოგან კი წვიმა შენარჩუნდება. აღნიშნულ პერიოდში ჰაერი დღისით 18 გრადუსამდე გათბება.