ახალი ამბები

NDI- საქართველოს ვიზალიბერალიზაციას გამოკითხულთა 72% უჭერს მხარს

კვლევის მიხედვით, ვიზალიბერალიზაციის შესახებ ინფორმირებულია რესპონდენტთა 84%. გამოკითხულთა 72% მხარს უჭერს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას. 
შეკითხვაზე, როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, გამოკითხულთა 14 %-მა განაცხადა, რომ ”პროდასავლური”, 52 %-ის აზრით, ”პროდასავლური, თუმცა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთანაც”, 5 % ფიქრობს, რომ ”პრორუსული”, 16 %-მა კი აღნიშნა, რომ ”პრორუსული, თუმცა საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან”. 
გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.