სირიაში პანკისელი 39 წლის ვახა ბუგიევი დაიღუპა
გარდაცვლილი პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობდა. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ის სირიაში საბრძოლველად 2015 წელს წავიდა, ბუგიევის მიერ საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
“ვიცოდი, რომ წინუბანში ცხოვრობდა, სირიაშიც, მგონი, რამდენიმეჯერ საომარ ოპერაციებშიც მონაწილეობდა და დღეს გავიგე, რომ დაღუპულა,“ – განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრმა, ხასო ხანგოშვილმა.
ვახა ბუგიევი უკვე საქართველოს მე-15 მოქალაქეა, რომელიც ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს ბრძოლის დროს გარდაიცვალა