ახალი ამბები

თელავში ახალგაზრდებს მოხალისე სტაჟიორებად იწვევენ

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კანდიდატებმა უნდა გამოავლინონ ღრმა ინტერესი გამჭვირვალობასთან, ანგარიშვალდებულებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ.
,,პროგრამა გამიზნულია აქტიური და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება”, -განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციაში.
განცხადებების მიღება 2016 წლის 17 აპრილამდე გაგრძელდება.