თელავში ლიონიძის ქუჩის ნაწილს ბაადურ ბალარჯიშვილის სახელი მიენიჭა
მიმდიანარე წლის 1 მარტს ბალარჯიშვილის საცხოვრებელ სახლზე პოეტის მემორიალური დაფაც გაიხსნა. ბაადურ ბალარჯიშვილი ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენარისტი იყო. ის, 2012 წლის თებერვალში, ავადმყოფობის შედეგად, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბალარჯიშვილი რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორი და „ხარება და გოგია“-ს სცენარის თანაავტორია.