ახალი ამბები

თელავში შალაურის გზატკეცილს კომპოზიტორის შალვა დავითაშვილის სახელი მიენიჭა

დავითაშვილი 1934 წლის 1 იანვარს ქალაქ თელავში დაიბადა. 1962 წელს მან დაამთავრა სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი. 1966-1968 წლებში დავითაშვილი იყო ახალქალაქის სამუსიკო სკოლის დირექტორი; 1969 წლიდან – თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი; 1993-2011 წლებში – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუზეუმის დირექტორი. მისი ნაწარმოებებია: 2 ბალეტი – “ვეფხი და მოყმე”(1978, დაიდგა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში), “ზვიადაური”(1985, დაიდგა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში), 2 სიმფონია – “უშბა”(1963, 1991), 3 სიმფონიური პოემა – “ვეფხი და მოყმე”(1960), “9 აპრილი”(1992), “დავით აღმაშენებელი”(1994) და სხვა.
1983 წელს შალვა დავითაშვილს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული საზოგადო მოღვაწის სტატუსი მიენიჭა. 2001 წელს ვაჟა ფშაველას სახელობის პრემია მიიღო, ხოლო 2010 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.