თელავის რუსთაველის ქუჩის II შესახვევს ზაქარია ახოშვილის სახელი მიენიჭა
ზაქარია ახოშვილი 1993 წლის 10 ივლისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში რუსეთის რეგულარული ჯარების საზღვაო დესანტის მონაწილეობით განხორციელებული ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა. ტამიშში პოზიცია არ დატოვა და ბოლომდე იბრძოდა. მის სხეულზე 3 ათეული ჭრილობა დაფიქსირდა.