თელავის უნივერსიტეტში მეცნიერებათა აკადემიის განყოფილება გაიხსნება
აკადემიის პრეზიდენტის გიორგი კვესიტაძის განცხადებით, რეგიონის ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი უნდა გახდეს საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრი.
„ამ რეგიონს ძალიან დიდი ყურადღება უნდა ექცეოდეს. ჩვენ მემორანდუმის გვაქვს გაფორმებული უნივერსიტეტთან და რა თქმა უნდა უმაღლესი სასწავლებელი უნდა გადაიქცეს არა მარტო საგანმანათლებლო, არამედ სამეცნიერო ცენტრად“, – განაცხადა გიორგი კვესიტაძემ.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ პირველი გასვლითი სხდომა გამართა. შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გახსნა. სხდომაზე აკადემიკოსებმა პანკისის ხეობის პრობლემებზე, მდინარე დურუჯთან დაკავშირებულ საფრთხესა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებზე ისაუბრეს.