რა ინფორმაციას შეიცავს ხილზე დატანებული სტიკერი- გამოკითხვა თელავში
გამოკითხულთა უმრავლესობა ხილზე დატანებულ სტიკერსა და ეტიკეტებზე იშვიათად ამახვილებს ყურადღებას.
,,არ ვიცი, რა ინფორმაციას შეიცავს ბანანზე დატანებული წებოვანი სტიკერი. ყიდვისას არ დავკვირვებივარ არასდროს. ალბათ წერია რომელი ქვეყნიდან არის იმპორტირებული”,- განუცხადა knews.ge-ს სტუდენტმა ნინო პაატაშვილმა.
ექსპერტების განმარტებით, ბანანის სტიკერი მომხმარებელს რამდენიმე აუცილებელ ინფორმაციას აწვდის:
თუ სტიკერზე ოთხნიშნა კოდია დატანილი, რომელიც ციფრებით სამით ან ოთხით იწყება, ნიშნავს, რომ პროდუქტი ინტენსიური სასოფლო სამეურნეო მეთოდითაა მოყვანილი, რაც სასუქებისა და პესტიციდების გამოყენებას გულისხმობს;
ცხრით დაწყებული სტიკერის ხუთნიშნა კოდი მიანიშნებს პროდუქტის ტრადიციულ, ათასწლოვანი მეთოდით მოყვანაზე, რასაც „ორგანული მეთოდი“ ეწოდება.
თუ სტიკერზე ხუთნიშნა კოდია გამოსახული, რომელიც რვით იწყება, პროდუქტის გენეტიკურად მოდიფიცირებულობაზე მიუთითებს.