თელავში მცხოვრებ 10 წლის ლუკას დახმარება ესაჭიროება
ლუკას იშვიათი დაავადება მუკოვიციდოზი აქვს, (ცისტური ფიბროზი ფილტვისმიერი გამოვლინებებით; ქრონიკული ჰეპატიტი) და საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა. ახალგაზრდული ცენტრის წევრების განცხადებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ლუკას მკურნალობა 10000 დოლარით დააფინანსა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია მკურნალობის ორ კვირიანი კურსი, რომლის ღირებულება 18000 დოლარზე მეტია, თუმცა ოჯახს ამ ოდენობის თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს. ახალგაზრდული ცენტრის წევრები მოსახლეობას ლუკას დახმარებისკენ მოუწოდებენ.
,,ლუკა 10 წლისაა და თელავში ცხოვრობს. მას იშვიათი დაავადება აქვს მუკოვიციდოზი. დაავადებული აქვს ფილტვები, ღვიძლი, პანკრიასი. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო თვეობით სკოლაშიც ვერ დადის. მრავალი კვლევის შემდგომ მას იმედს საქართველოში ვერ აძლევენ, თუმცა გამოსავალი არსებობს თურქეთში. ჩვენი ორგანიზაცია პერიოდულად აწყობს საქველმოქმედო აქციებს. ჩვენი ორგანიზაცია პერიოდულად აწყობს საქველმოქმედო აქციებს. ახალგაზრდული ცენტრის წევრები გამართავენ რამდენიმე საქველმოქმედო აქციას თელავის ქუჩებში”, – განუცხადეს knews.ge-ს თელავის ახალგაზრდულ ცენტრში. 10 წლის ლუკას დასახმარებლად საქართველოს ბანკში გახსნილია ანგარიში: GE40BG0000000599055600.