ახალი ამბები

თელავში 2 სახეობის ყველის ეტიკეტზე დარღვევა აღმოჩნდა

,,პირველ აპრილს, ქ. თელავის სასურსათო მაღაზიებში ჩატარებული მონიტორინგის პროცესში, შპს “ნიკორას” საფირმო მაღაზიაში შევიძინეთ ორი დასახელების ყველი: “ყველი, შპს “კარგი” და “სულგუნი შებოლილი, ი.მ.”თ. გოდერძიშვილი”. პროდუქტების ეტიკეტის დათვალიერებისას შპს “კარგი”-ს ყველს ეტიკეტზე არ ჰქონდა მითითებული მწარმოებელი ქვეყანა, ეტიკეტზე მხოლოდ საქართველოს დროშა იყო გამოსახული. ხოლო ი.მ. “თ. გოდერძიშვილი”-ს მიერ წარმოებულ შებოლილი სულგუნის ეტიკეტზე არ იყო მითითებული მეწარმის საკონტაქტო ინფორმაცია. ორივე შემთხვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას. გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ საგენტოში და მეწარმეებთან”, – ნათქვამია momxmarebeli.ge-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

knews.ge-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველის საწარმო ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ,,ჩვენი პროდუქცია ხარისხიანია, არანაირ მინარევებს და რძის ფხვნილს არ ვხმარობთ. ვიღებთ სინჯებს, მიგვაქვს ლაბორატორიაში და ვამოწმებთ. მცირე ხარვეზებს კი, გამოვასწორებთ”, – აცხადებს სულგუნის საწარმოს მეპატრონე knews.ge-სთან საუბარში.